სასწავლო პროექტი სამოქალაქო განათლებაში
პროექტის სახელწოდება:
ცხოვრება თანამედროვე საზოგადოებაში წარსულის ნაკვალევზე.
პროექტის მთავარი
ედეა: მოსწავლეებში
კვლევა- ძიების უნარჩვევების განვითარება.პარალელების გავლების შესადძლებლობის
გამოვლინება ეპოქათა შორის.
პროექტის აქტუალობა
:ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობით დღევანდელი
რეალობის სწორად აღქმა და ცნობიერების მკაფიო გამოხატულება.მოქალაქის ჩართულობა დემოკრატიული
საზოგადოების ყოველდიურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა გაანალიზონ აღნიშნული თემატიკის
ნიშანდობლივობა და აქტუალობა. ასევე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გათვალისწინება,
გარშემომყოფების ინფორმირებულობა.მოსწავლეები აცნობიერებენ თანამედროვე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით თუ
რა მნიშვნელობა აქვს : ადამიანთა თანასწორობის აღქმას; როგორ შეიძლება ადამიანებმა
ერთად მშვიდობიანად იცხოვრონ, მიუხედავად სხვადასხვა კულტურული ფასეულობებისა;ძალაუფლებას
და უფლებამოსილებას რა ტიპის წესები სჭირდება საზოგადოების მმართველობისათვის.;როგორია
სწავლა თანამედროვე დემოკრატიულ და ფეოდალურ საზოგადოებაში. მოსწავლეები უნდა იცნობდნენ
ისტორიულ მოვლენებს,ფაქტებს, ძველ და ახალ კანონებს,რომ გამოხატონ თავისუფალი აზრი
(ეს მოიცავს ცოდნის გაცნობიერებას რეალურ მოვლენებთან).
ვადები/ ხანგრძლივობა:
5 სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები მოიძიებენ და გამოიკვლევენ ისტორიულ
და თანამედროვე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.ინტერნეტის მეშვეობით მოიძევენ მასალებს.
ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ვიდეო
აუდიო მასალა.
I-ჯგუფი-მოიძიონ ინტერნეტში განთავსებული მასალა,თუ
რაკვლევები და მონაცემები არსებობს სხვადასხვა კულტურათა შორის ურთიერთობებზე.
II-ჯგუფი-მოიძიონ მასალები მასწავლებლის დახმარებით მოქალაქეების
საზოგადოებაში ჩართულობის შესახებ წარსულისა და თანამედროვეობის შტრიხების გათვალისწინებით.
III-ჯგუფი-ჩაატარონ რეალური კვლევა თუ როგორია აღნიშნულ თემაზე
საზოგადოების დამოკიდებულება.
ელ.ფოსტა: mgabelashvili777@gmail.com
ბლოგი:mgabelashvili777@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა
გაბელაშვილი
( მასწავლებელი)
No comments:
Post a Comment