Saturday, August 17, 2013

სწავლა დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა შესახებ


დემოკრატიული მოქალაქეობისა  და ადამიანის უფლებათა შეასახებ სწავლების სასწავლო გეგმის სტანდარტები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მოსწავლეს სეუძლია ჩამოაყალიბოს  დემოკრატიის ძირითადი პრინციპები და ახსნას , რით განსხვავდება დემოკრატია დიქტატორული წყობილებისაგან; მოსწავლემ იცის ადამიანის უფლებათა ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ; მას შეუძლია, ახსნას თუ როგორ აისახება ადამიანის
უფლებები ქვეყნის კონსტიტუციაში,რაც ამ უფლებებს სამოქალაქო უფლებებს სამოქალაქო უფლებებად აქცევს და მათ უფრო მკაცრ დაცვას უზრუნველყოფს. ასე რომ, სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს კურსებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ისევე, როგორც მონატესავე საგნებს: ისტორიას, სოციალურ მაცნიერებებს და ეკონომიკას.

წიგნი თანამედროვე საზოგადოებაში

Thursday, August 15, 2013

ცხოვრება თანამედროვე საზოგადოებაში წარსულის ნაკვალევზე

 სასწავლო  პროექტი სამოქალაქო განათლებაში   
                     

პროექტის სახელწოდება: ცხოვრება თანამედროვე საზოგადოებაში წარსულის ნაკვალევზე.
პროექტის მთავარი ედეა: მოსწავლეებში  კვლევა- ძიების უნარჩვევების განვითარება.პარალელების გავლების შესადძლებლობის გამოვლინება ეპოქათა შორის.
პროექტის აქტუალობა :ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობით დღევანდელი რეალობის სწორად აღქმა და ცნობიერების მკაფიო გამოხატულება.მოქალაქის ჩართულობა დემოკრატიული საზოგადოების ყოველდიურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაანალიზონ  აღნიშნული თემატიკის ნიშანდობლივობა და აქტუალობა. ასევე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გათვალისწინება, გარშემომყოფების ინფორმირებულობა.მოსწავლეები აცნობიერებენ  თანამედროვე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით თუ რა მნიშვნელობა აქვს : ადამიანთა  თანასწორობის აღქმას; როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად მშვიდობიანად იცხოვრონ, მიუხედავად სხვადასხვა კულტურული ფასეულობებისა;ძალაუფლებას და უფლებამოსილებას რა ტიპის წესები სჭირდება საზოგადოების მმართველობისათვის.;როგორია სწავლა თანამედროვე დემოკრატიულ და ფეოდალურ საზოგადოებაში. მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ისტორიულ მოვლენებს,ფაქტებს, ძველ და ახალ კანონებს,რომ გამოხატონ თავისუფალი აზრი (ეს მოიცავს ცოდნის გაცნობიერებას რეალურ მოვლენებთან).
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 5 სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მოიძიებენ და გამოიკვლევენ   ისტორიულ  და თანამედროვე მოვლენების შესახებ  ინფორმაციას.ინტერნეტის მეშვეობით მოიძევენ მასალებს.
ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ვიდეო აუდიო მასალა.
პროექტის მსვლელობა: კლას ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგეფს ვაძლევ დავალებას.
I-ჯგუფი-მოიძიონ ინტერნეტში განთავსებული მასალა,თუ რაკვლევები და მონაცემები არსებობს სხვადასხვა კულტურათა შორის ურთიერთობებზე.
II-ჯგუფი-მოიძიონ მასალები მასწავლებლის დახმარებით მოქალაქეების საზოგადოებაში ჩართულობის შესახებ წარსულისა და თანამედროვეობის შტრიხების გათვალისწინებით.
III-ჯგუფი-ჩაატარონ რეალური კვლევა თუ როგორია აღნიშნულ თემაზე საზოგადოების დამოკიდებულება.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან~ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები პროექტზე მუშაობაში იყენებენ სამოქალაქო განათლებაში,ისტორიში და გეოფრაფიაში მიღებულ ცოდნას.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში უვითარდებათ კვლევა-ძიების ინფორმაციის მოძიება - გადამუშავების,პრობლემის წამოჭრის და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევები.
ელ.ფოსტა: mgabelashvili777@gmail.com
ბლოგი:mgabelashvili777@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელი:     მაკა  გაბელაშვილი
( მასწავლებელი)








Wednesday, August 14, 2013

მაკა გაბელაშვილი

მე მაკა გაბელაშვილი დავიბადე ქალაქ ტყიბულში.წარმატებით დავამთავრე ქალაქ ტყიბულის # 4 საჯარო სკოლა. ვსწავლობდი ქალაქ ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში , რომელიც დავამთავრე წარმატებით. ამჟამად ვმუშაობ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.